თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია და მედიის წარმომადგენლებს დაცვის სამსახური დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევს , თუმცა როგორც სხდომიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, საკრებულოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დღის წესრიგის პირველმა საკითხმა გამოიწვია, რომელიც აპარატის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის შემქნის საკითხს შეეხება.

შიხიაშვილის განმარტებით, ოპოზიცია საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადებას მოითხოვდა, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნულის გამო, რამდენიმე დეპუტატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კონკრეტულად საკრებულოს რომელ წევრებს შორის მოხდა დაპირისპირება, მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია.