მიხეილ სააკაშვილი:  თარჯიმანი ნატო-ს გენერალური მდივნის თარგმანს არბილებდა

მიხეილ სააკაშვილი: თარჯიმანი ნატო-ს გენერალური მდივნის თარგმანს არბილებდა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თარჯიმანი ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თარგმანს არბილებდა. 

როგორც რეზიდენციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკიდურესი, დიდი შეშფოთება გამოხატა.

"გუშინ ნატო-ს გენერალური მდივანი ჩამოვიდა, რომელმაც უკიდურესი, დიდი შეშფოთება გამოხატა და რატომღაც თარჯიმანი თარგმანს სულ არბილებდა, "საკმაოდ, სერიოზული", - ასე ამბობდა, პირდაპირ ვთქვათ - დიდი შეშფოთება, შეშფოთება უკიდურესი ფორმაა, ამაზე მეტი ფორმა, არ არსებობს", - აღნიშნა სააკაშვილმა.