მოდულის შენობასთან დილით ინციდენტი მოხდა

მოდულის შენობასთან დილით ინციდენტი მოხდა

მოდულის შენობასთან ინციდენტი მოხდა.

ადგილზე მივიდა მოქალაქე გელა მებონია, რომელიც აცხადებდა, რომ დავით ავალიანის ახლობელია და შენობაში შესვლას ითხოვდა, ვინაიდან არ ჰქონდა ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის შესახებ. დაცვის თანამშრომლებმა მას მოდულის შენობაში შესვლაზე უარი განუცხადა, რის შემდეგაც მან მოდულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პატრულის თანამშრომლებმა მას გაფრთხილება მისცეს და ოქმი გამოუწერეს.

"გაგებით უნდა მოვეკიდო მე "პრისტუპნიკებს", რომლებიც ქუჩაში დარბიან?! შენ მოეკიდები გაგებით, 400-კაციანი დაცვა დაგყვება, მე და ჩემს სამ ბიჭს ვინ დაიცავს? გაგებით არ მოვეკიდები, ავიღებ იარაღს", - მიმართა მებონიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.