აშშ–მ ჩინეთს საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა

აშშ–მ ჩინეთს საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2001 წლის შემდეგ პირველად ჩინეთს საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა.

ყოველწლიური რეიტინგი კონსალტინგურმა კომპანიამ „ეი თი კირნიმ“ გამოაქვეყნა. კვლევაში ხაზგასმულია ამერიკის შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ასევე დოლარის შესუსტება, რაც ექსპორტისთვის პოზიტიური ფაქტია.

გარდა ამისა, შტატების პოზიციების გამყარებას ხელი შეუწყო უძრავი ქონების სექტორის აღდგენამ და ნავთობის და გაზის მოპოვების გაზრდამ. „ეი თი კირნის“ ცნობითვე, ჩინეთის კონკურენტუნარიანობის შემცირება ადგილობრივი სამუშაო ძალის ორჯერ გაძვირებამ, სატრანსპორტო ხარჯებმა და იუანის მაღალმა კურსმა გამოიწვია. საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნების ხუთეულში ასევე შევიდნენ ბრაზილია, კანადა და ინდოეთი.