ევროსაბჭო საქართველოს 17 მაისის მოვლენების სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭო საქართველოს 17 მაისის მოვლენების სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს

"საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად უნდა გამოიძიოს 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებზე მომხდარი თავდასხმა", - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლოს რეზოლუციაში. 

რეზოლუციაში, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ასევე აღნიშნულია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ვინც ეს ძალადობრივი ქმედება გამოიწვია და ჩაიდინა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ასამბლეა მიესალმება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. თუმცა, პროგრესის მიუხედავად, ასამბლეა წუხილს გამოთქვამს, პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების მხრიდან ჰომოფობიური განცხადებების გაკეთების გამო.