IRI-ის კვლევით, ინსტიტუტებისადმი ნდობის რეიტინგში ეკლესიისა და ჯარის შეფასებები გათანაბრებულია

IRI-ის კვლევით, ინსტიტუტებისადმი ნდობის რეიტინგში ეკლესიისა და ჯარის შეფასებები გათანაბრებულია

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის მიხედვით, ინსტიტუტებისადმი ნდობის საკითხში ეკლესიისა და ჯარის რეიტინგები გათანაბრებულია. 

კვლევის თანახმად, შესაბამის რეიტინგში პირველ მეორე ადგილს სწორედ ეკლესია და ჯარი იკავებენ, მათ კი გამოკითხულთა თანაბარი რაოდენობა – 93-93 % ენდობა.
ინსტიტუტებისადმი ნდობის რეიტინგში შემდეგი პოზიციები ასე ნაწილდება:

პოლიცია – 88 %, მედია – 81 %, პარლამენტი – 81 %, მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი) 79 %, განათლების სისტემა – 63 %, პროკურატურა – 60 %, სასამართლოები – 55 %, ეროვნული ბანკი – 50 %, სახალხო დამცველი – 49 %, ცესკო – 47 %, ადგილობრივი მთავრობები – 47 %, პოლიტიკური პარტიები – 46 %, პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 37 %, გუბერნატორები – 32 % და პროფკავშირები – 20 %.

კვლევა მიმდინარე წლის 17 მაისიდან 2 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საარჩევნო ასაკის მქონე 3 998 რესპონდენტი გამოიკითხა.