უჩა ნანუაშვილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ კობა თოდუას მოინახულებს

უჩა ნანუაშვილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ კობა თოდუას მოინახულებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხეში, წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს კობა თოდუას მოინახულებს. 

ზუგდიდში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული კობა თოდუა ბრალს არ აღირებს.

როგორც მისი ადვოკატი, ირაკლი ნარმანია ირწმუნება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ადგილზე არ ყოფილა და ამის დამადასტურებელი ალიბი აქვს.

ადვოკატის თქმით, თოდუა, დანაშაულის ჩადენის დროს, თბილისში - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ესწრებოდა. დანაშაული კი ზუგდიდში მოხდა.

მისივე თქმით, საქმის მასალებში დაზარალებულები თოდუას დანაშაულში მონაწილეობაზე არ საუბრობენ. ადვოკატის ინფორმაციით, კობა თოდუას წინააღმდეგ არსებობს სამი პოლიციელის ჩვენება, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ თავისუფლებააღკვეთილების წამების ადგილზე იმყოფებოდნენ.

ნარმანიას განცხადებით, ერთი პოლიციელი საქმეში მოწმის სტატუსით არის და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიმართავს, რომ ამ პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

თავად ბრალდებული კობა თოდუა კატეგორიულად უარყოფს ადამიანის წამებაში მონაწილეობას და გამოძიების მსვლელობაში ზეწოლაზე საუბრობს.