ჯეიმს აპატურაი:  საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობით შეშფოთებული ვარ

ჯეიმს აპატურაი: საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობით შეშფოთებული ვარ

საქართველოში ვიზიტს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 

როგორც ჯეიმს აპატურაი აღნიშნავს, მოხიბლულია საქართველოს დიდი წინსვლით. თუმცა, ამავე დროს, შეშფოთებულია მთავარობასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობის დონით.

"როგორც ყოველთვის, ბედნიერი ვარ თბილისში ყოფნითა და ბევრი მეგობრის მონახულებით. ასევე როგორც ყოველთვის, მოხიბლული ვარ, რომ საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა. თუმცა, ამავდროულად, ცოტა არ იყოს შეშფოთებული ვარ, მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობის დონით, შესაძლო დანაშაულების ბოლოდროინდელი გახსნითა და შერჩევითი სამართლის აღქმით. ვიმედოვნებ, რომ სამივე სფერო მალე მოგვარდება", - წერს ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.