ვანო მერაბიშვილისა და დავით ქოქიაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ვანო მერაბიშვილისა და დავით ქოქიაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილისა და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის , დავით ქოქიაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც სხვა ბრალდებების გამო უკვე შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, სასამართლო პროცესს არ ესწრება. დავით ქოქიაშვილი კი, სასამართლო დარბაზში იმყოფება.

პროკურატურამ მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმებაზე განცხადება 25 ივნისს გააკეთა. იმავე დღეს დააკავეს ქოქიაშვილიც.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, "საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმეზე, კერძოდ სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რეალური გარემოებებისა და წარმოებული გამოძიების ფალსიფიკაციის დადგენის მიზნით".