ნოდარ ხადური - კანონი მკაცრი იქნება ყველას მიმართ, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას სახელმწიფო სახსრები მიითვისა

ნოდარ ხადური - კანონი მკაცრი იქნება ყველას მიმართ, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას სახელმწიფო სახსრები მიითვისა

კანონი იქნება მკაცრი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფო სახსრები მიითვისა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"კანონი იქნება მკაცრი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიითვისა სახელმწიფო სახსრები. მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება იქნება ძალიან გამჭვირვალე და ძალიან ობიექტური. არც ერთი ყოფილი, ახლანდელი და მომავალი თანამდებობა, არ არის იმუნიტეტი იმისა, რომ წარსულში ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე პასუხი არ აგოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრულად დაცვით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი დააკავა. მერიის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდევების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.