ზურაბ აბაშიძე - რუსეთმა იცის ჩვენი წითელი ხაზები, რომ არ ვაპირებთ აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დათმობას

ზურაბ აბაშიძე - რუსეთმა იცის ჩვენი წითელი ხაზები, რომ არ ვაპირებთ აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დათმობას

რუსეთმა იცის ჩვენი წითელი ხაზები, რომ არ ვაპირებთ აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დათმობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომაც იცის რუსეთის წითელი ხაზები.

"ჩვენ ვიცით რუსეთის წითელი ხაზები, რომ არ აპირებს აღიარების უკან წაღებას. თუმცა, რუსეთმაც იცის ჩვენი წითელი ხაზები, რომ არ ვაპირებთ აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დათმობას", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, დასავლეთი მიესალმება რუსეთთან დიალოგის განახლებას.

"დასავლეთი მიესალმება დიალოგის განახლებას. ჯერ კიდევ 2005 წელს, როდესაც საქართველოს ჯორჯ ბუში ეწვია, მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა ეცადა", - აღნიშნა აბაშიძემ.