ბიძინა ივანიშვილი - როცა ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთის მიწაზე იბრძვიან, ისინი საკუთარი სამშობლოს და მსოფლიოში მშვიდობისთვის წირავენ თავს

ბიძინა ივანიშვილი - როცა ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთის მიწაზე იბრძვიან, ისინი საკუთარი სამშობლოს და მსოფლიოში მშვიდობისთვის წირავენ თავს

როცა ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთის მიწაზე თავგანწირვით იბრძვიან, ისინი საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და მსოფლიოში მშვიდობისთვის წირავენ თავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველო უსაფრთხოებას არა იზოლირებულად, არამედ საერთო რეგიონალურ კონტექსტში განიხილავს.

"ჩვენი კეთილდღეობა წარმოუდგენელია კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოკავკასიის რეგიონებში უსაფრთხოების გარეშე.

ჩვენ კარგად ვხედავთ, ზოგადად შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს ვალდებულებას გლობალიზებულ მსოფლიოში. ჩვენ შეგვაქვს ჩვენი წვლილი, როგორც ავღანეთში მშვიდობის დამყარების საქმეში, ისე საერთაშორისო ტერორიზმისა და სხვა ტრანსნაციონალური საფრთხის თავიდან აცილებაში და როცა ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთის მიწაზე თავგანწირვით იბრძვიან, ისინი საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და მსოფლიოში მშვიდობისთვის წირავენ თავს", - აღნიშნა პრემიერმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.