ირაკლი აბესაძე - პროკურატურაში შესატან საჩივარს გუშინდელი დაკავებისას დაშვებული კანონდარღვევებიც დაემატება

ირაკლი აბესაძე - პროკურატურაში შესატან საჩივარს გუშინდელი დაკავებისას დაშვებული კანონდარღვევებიც დაემატება

პროკურატურაში შესატან საჩივარს დღის ბოლოს დაკავების დროს დაშვებული კანონდარღვევებიც დაემატება, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურთან მყოფმა თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, დილიდან განხორციელებული უკანონო დაკავებების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაუაზრებელი და კომიკური გადაწყვეტილება მიიღლო, რითაც ერთი და იგივე ბრალდებით ერთი და იგივე პირები განმეორებით დააკავა. აბესაძის თქმით, ამჯერადაც არ დაიცვეს კანონით დადგენილი პროცედურა დაკავების დროს, რადგან არ არსებობდა სასამართლოს განჩინება ამჯერად დაკვებული ოთხ პირთან მიმართებაში.

მისივე განმარტებით, არანაირი საჭიროება, სასამართლოს განჩიენების გარეშე მათი დაკავების, არ არსებობდა. მთელი დღის განმავლობაში არც ერთ მათგანს ქალაქი არ დაუტოვებია. უკანონოდ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ისინი საკუთარ სახლებთან დააკავეს.

თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ადვოკატებს საკმაოდ გვიან მიეცათ შესაძლებლობა საგამოძიებო სამსახურში შესასვლელად. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დაემატება პროკურატურაში ხვალ შესატან საჩივარს, რომლითაც მოითხოვენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას.
აბესაძემ კომენტარი გააკეთა ასევე საგამოძიებო ორგანოების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის მასალა არაფრის მომცემი და აბსურდულია. "მათ მოუწევთ უფრო მეტი მასალისა თუ წერილობითი მტკიცებულებების ჩვენება, რათაAდაარწმუნონ საზოგადოება ამ პირების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების, თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში პირველ რიგში უნდა იყოს გამოძიებული სამართალდამცავის მიერ ჩადენილი დანაშაული, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი", - განაცხადა აბესაძემ.