გიგი უგულავა - ეს არის იმ მცდელობის გაგრძელება, რაც

გიგი უგულავა - ეს არის იმ მცდელობის გაგრძელება, რაც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ინფრასტრუქტურის განადგურებას გულისხმობს

ჩვენთვის ღირსების საკითხია, რომ სიმართლე გაირკვეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ეს არის იმ მცდელობის გაგრძელება, რაც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ინფრასტრუქტურის განადგურებას გულისხმობს. მისივე თქმით, არჩევნების წინ ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

"ჩვენთვის ღირსების საკითხია, რომ სიმართლე გაირკვეს და ამდენი ტალახისა სროლის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ყველა სპეკულაციას. მე მინდა ყველა ჩვენს მომხრეს, განსაკუთრებით დაკავებულების ოჯახებს თანადგომა გამოვუცხადო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს ამ ღამის განმავლობაში დაკავებები გაგრძელდება, როგორც ჩანს, მოსასწრებია დილის 6 საათამდე, სანამ ბატონი ივანიშვილი მამალთან ერთად გაიღვიძებს. მაგრამ მე მინდა კვლავ აღვნიშნო, რომ ეს არ არის მეთოდი, რომლითაც რომელიმე ჩვენგანს ვინმე შეაშინებს. ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან კრახით დასრულდება", - დასძინა დედაქალაქის მერმა.