საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხზე კონსულტაციები, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება

საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხზე კონსულტაციები, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება

საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხზე კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება. როგორც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიას აცნობა, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ამ თემაზე გუშინვე იყო დაგეგმილი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მონაწილეობით.

პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

ამასთან, დღეს დავით უსუფაშვილი ვიზიტით საბერძნეთში მიემზავრება. ათენიდან პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთს ეწვევა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და კონსულტაციებიც საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თემაზე მისი დაბრუნების შემდეგ გაიმართება.