კოკი იონათამიშვილი ნოდარ ხადურს გადადგომისკენ მოუწოდებს

კოკი იონათამიშვილი ნოდარ ხადურს გადადგომისკენ მოუწოდებს

თბილისის საკრებულოს წევრი კოკი იონათამიშვილი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დღეს ჩადენილი "სისულელის" გამო გადადგომისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ იონათამიშვილი "პრაიმიტამის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი პატარა ძმისშვილთან ერთად იყო დაკავებული.

"დაახლოებით 30-მდე ადამიანი იყო დაკავებული. თითოეული მათგანი აპირებს, საგამოძიებო ორგანოს უჩივლოს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ესა დაკავებები ხდება იმ პერიოდში, როცა სტუმრად ჩვენი მთავარი პარტნიორი გვყავს. საოცარია, რომ ხადურის უწყება ამ პირობებშიც კი არ ერიდება ასეთი თავხედობის და სისულელის ჩადენას. როცა ნოდარ ხადური ასეთი თავხედობას ბედავს, მინდა, ვუთხრა მას, რომ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, რადგან ასეთი ქმედებების შემდეგ ეჭვი მეპარება, საქართველოს ბიუჯეტი გაზარდოს. როგორც ჩანს, ხადურს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს და მინდა, ვუთხრა, რომ ხვალ არის საკრებულოს სხდომა, თუმცა თავმჯდომარის გადარჩევა-არგადარჩევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას", - განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერი ქვის ხანის მეთოდების გამოყენებით მოხდა და ნოდარ ხადურმა უნდა გააკეთოს განცხადება, თუ რასთან გვქონდა საქმე.

იონათამიშვილის განცხადებით, ხადურმა მთელი საქართველო შეარცხვინა და ამ თემაზე საკრებულოს არანაციონალი წევრებიც შეშფოთებული არიან.