ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადების ერთი ნაწილის არასწორად იქნა თარგმნილი, რამაც მისი სიტყვების ინტერპრეტირება გამოიწვია. ტექსტში ნათქვამი იყო:
„დემოკრატიის ნამდვილი სახე არ არის როგორ იღებ ძალაუფლებას, არამედ, როგორ გადასცემ მას“.
For.ge გთავაზობთ მისი გამოსვლის ზუსტ თარგმანს, სადაც აღნიშნული აბზაცი უნდა იკითხებოდეს:
„დემოკრატიის ნამდვილი სახე არის, არა მხოლოდ, როგორ იღებ ძალაუფლებას, არამედ, როგორ გადასცემ მას. წლის მეორე ნახევარში პრეზიდენტი დათმობს ძალაუფლებას. მისი შემცვლელი, სამართალმემკვიდრე, ასევე პრემიერ-მინისტრი, ყველანი იქნებიან ისტორიაში შესული, როგორც დემოკრატიის მშენებლები. თქვენი მთავრობა ასევე დიდი ძალისხმევის განხორციელების შედეგად, კორუფციის დამმარცხებლად გამოცხადდა „ვარდების რევოლუციამდე“ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქართველო მიიჩნია ერთ-ერთ კორუფციულ სახელმწიფოდ. ახლა კი, ამ კუთხით, ერთ-ერთ გაუმჯობესებულ ევროპულ სახელმწიფოდ დაასახელა. თბილისი არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი ევროპაში,“ - განაცხადა რასმუსნემა.