რასმუსენმა საქართველო დატოვა

რასმუსენმა საქართველო დატოვა

ნატოს გენერალურმა მდივნმა და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებმა საქართველო უკევ დატოვეს. მათი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 19:00 საათზე გაფრინდა. დელეგაციამ ვიზიტის ბოლოს ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. 

ნატო-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დელეგაცია აეროპორტში ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ნატოში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა გააცილეს.