ბაზრობის მოვაჭრეებს საგადასახადო შეღავათი წლის ბოლომდე უგრძელდებათ

ბაზრობის მოვაჭრეებს საგადასახადო შეღავათი წლის ბოლომდე უგრძელდებათ

ბაზრობის მოვაჭრეებს საგადასახადო შეღავათი წლის ბოლომდე უგრძელდებათ და სალარო აპარატების გარეშე საქმიანობის უფლება 2014 წლის 1-ელ იანვრამდე უხანგრძლივდებათ. მათ ეს უფლება 1-ელ ივლისს ეწურებათ. პარლამენტი აღნიშნულთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძის საკანონმდებლო ინიციატივით იხილავს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაქირავებულ პირთა შრომას არ იყენებენ და ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებულ არასტაციონარულ სავაჭრო ადგილებიდან ახორციელებენ, საგადასახდო-საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების უფლება 2014 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდებათ. 

ცვლილებას, რომელიც საგადასახდო კანონმდებლობაში უნდა აისახოს, პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა დღეს მხარი დაუჭირეს. ზურაბ ტყემალაძე არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, ამ კატეგორიის მოვაჭრეები სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან გარკევული პერიოდით, 2014 წლის 1-ელი იანვრის შემდგომაც გათავისუფლდნენ.