თბილისში მოსულმა ძიერმა წვიმამ და სეტყვამ მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სააგენტოდან აცნობეს , ძლიერი წვიმის შედეგად წყლით იტბორება მიწისქვეშა გადასასვლელი ფილარმონიასთან, ასევე, ჭავჭავაძის გამზირზე "თიბისი ბანკის" ოფისის მიმდებარედ.
ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, I კორპუსთან კი ხე წაიქცა, რომელიც მანქანას დაეცა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყველა შემთხვევაზე სამაშველო ბრიგადებია გასული და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.