კრიმინალურ პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

კრიმინალურ პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსად, დავით ბედიას ნაცვლად, ზურაბ გამეზარდაშვილი დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით ბედია აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. 

ზურაბ გამეზარდაშვილი, რომელიც ბედიამ ჩაანაცვლა, იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის პოსტზე კი, გამეზარდაშვილის პირველი მოადგილე ზაზა ჩუბინიძე დანიშნეს.