მიხეილ სააკაშვილი:  ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრეზიდენტობიდან ჩემი წასვლის შემდეგ პოლიტიკაში ვიყო

მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრეზიდენტობიდან ჩემი წასვლის შემდეგ პოლიტიკაში ვიყო

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პრეზიდენტობიდან ჩემი წასვლის შემდეგ ვიყო პოლიტიკაში, იმ მიმართულებით, რასაც განათლება და ინფორმირებულობა ქვია. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პრობლემებია ბაზისურ განათლებასა და ცოდნის უქონლობასთან დაკავშირებით.

"მინდა პოლიტიკური ინფორმირების და განათლების სტანდარტების თვალსაზრისით ვიმუშაო, ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო პოლიტიკაში იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია განათლება ინფორმირებულობა და არა წმინდა პოლიტიკა. არ ვიცი ჯერ როგორ გავაკეთებთ ამას. თუმცა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს ეს არის საბაზისო განათლების დაბალი დონე", – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე: რის გაკეთებას აპირებს პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ, იხუმრა და აღნიშნა, რომ რასმუსენსაც გასდის ვადა და ისინი ერთად იფიქრებენ მომავალაზე.

"პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ რას გავაკეთებთ, სიმართლე გითხრათ, ამაზე ძალიან ღრმად არ ვფიქრობ. იმასაც გეტყვით, რომ ბატონ გენერალურ მდივანსაც გასდის ვადა, ალბათ ისიც ფიქრობს რას გააკეთებს, შეიძლება ერთად დავსხდეთ და ვიფიქროთ ამ საკითხზე", - აღნიშნა სააკაშვილმა.