მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ დაკავებებს გულის ამრევი უწოდა

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ დაკავებებს გულის ამრევი უწოდა

პრეზიდენტის შეფასებით, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენელთა დაკავების ფაქტი "სამარცხვინო ლაქად" დარჩება არა მხოლოდ მთავრობას, რომელმაც ეს გააკეთა , არამედ ყველას, ვინც ამ დროს ცხოვრობდა და ამ ყველაფერს უყურებდა. 

პრეზიდენტმა დღეს მომხდარ დაკავებებს გულის ამრევი უწოდა.

"მაგალითად, დავით ნინიძე, არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც არის უფრო წესიერი ვიდრე დავით ნინიძე. ის არის ახალი საქართველოს აღმშენებელი. დავით ნინიძის დაპროექტებულია ახალი ბათუმი, ახალი სიღნაღი, ახალი მესტია, ახალი თელავი, ყვარელი და თბილისი მთლიანად. გუშინ გარკვეულმა სუბიექტმა ისაუბრა, რომ ეს ყველაფერი საზიზღრობა ყოფილა, მაგრამ დავით ნინიძეს იჭერდე, როგორც მგელს რომელიღაც მოსახვევში და მიათრევდე სადღაც, სამარეცხვინო ლაქად დარჩება არა მხოლოდ იმ მთავრობას, რომელიც ამას აკეთებს, არამედ ჩვენ ყველას, ვინც ამ დროს ვიყავით და ამას ვუყურებდით. გულის ამრევია ეს ყველაფერი!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დაკავებებზე საუბრისას პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილიც გაიხსენა.

"როცა ვლაპარაკობთ თავისუფლ არჩევნებზე, ჩემი მეგობარი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი, უკვე 37 დღეა ძალიან საკამათო ბრალდებით პატიმრობაშია. ის არასად არ გარბოდა, მაგრამ ახლა პატიმრობაშია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.