ანდერს ფოგ რასმუსენი:  ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლო პროცესებში

ანდერს ფოგ რასმუსენი: ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლო პროცესებში

ჩვენ სერიოზული შეშფოთებითთვალ-ყურს ვადევნებთ მაღალი თანამდებობის პირების დაკავებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, იგი აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა მთავრობის წარმომადგენლებს.

"მინდა, ნათლად გამოვხატო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი ოფიციალური თანამდებობის პირების დაპატიმრებებას სერიოზული შეშფოთებით. ჩემი საუბრისას მთავრობის წარმომადგენლებთნ ხაზი გავუსვით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემის სრულ პატივისცემას, კანონის უზენაესობის მოხოვნებს და შესაბამისი პროცესის ჩატარების უფლებას. ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლო პროცესებში. უმნიშვნელოვანესია, თავიდან ავიცილოთ ის, რომ აღნიშნული პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული არ იყოს", – განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-ს გენარალური მდივანი მიიჩნვს, რომ ალიანსისთვის მთავარი ღირებულებები არის ადამიანის პიროვნული თავისუფლება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, კანონის უზენაესობა, უმცირესობათა უფლებების პატივისცემა. "ისეთი ქვეყანისთვის, როგორიც საქართველოა, უმნიშვნლეოვანესია აღნიშნული პრინციპების დაცვა", – აღნიშნა რასმუსენმა.