სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული დავით ქოქიაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, 27 ივნისს ბრალდება წარედგინა სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მე-5 თანამონაწილეს დავით ქოქიაშვილს. მისი დანაშაულში მონაწილეობა 2006 წლიდან დღემდე განზრახ იყო დაფარული.
დავით ქოქიაშვილს ბრალი ედება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "გ" "ზ" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი ხელისუფლების წრმომადგენლის მიერ, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით) და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "დ" "ე" და "თ" ქვეპუნქტებით (წამება ჩადენილი მოხელის მიერ, 2 ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და შეკვეთით). დავით ქოქიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის პროკურატურა დღესვე მიმართავს სასამართლოს", - აღნიშნულია განცხადებაში.