თბილისის მერია დღეს დილით დაკავებულთა გვარებს ავრცელებს

თბილისის მერია დღეს დილით დაკავებულთა გვარებს ავრცელებს

თბილისის მერია დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს იმ თანამშრომლების ვინაობას ასახელებს, რომლებიც დღეს დილით დააკავეს.

მერიის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქუჩაში იძულების გამოყენებით, ხელბორკილების დადებით დააკავა მერიისა და საკრებულოს 22 თანამშრომელი, მათ შორის: დავით ალავიძე - თბილისის მერის მოადგილე, დავით ნინიძე - თბილისის მერის მოადგილე, მამუკა ახვლედიანი - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ სანდუხაძე - გლდანის რაიონის გამგებელი, ლექსო თაბუაშვილი - თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი, დავით ავალიანი - თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარეიშვილი - თბილისის საკრებულოს წევრი, ბესო კვიციანი - ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე, გიორგი ნიკოლაძე - კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ნებიერიძე - ისნის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი, ზურა კიკვაძე - ისნის რაიონის განყოფილების უფროსი, ავთო სულაბერიძე - ლილოს მუნიციპალიტეტის უფროსი, ნიკო აბრამიშვილი - ლილოს მუნიციპალიტეტის უფროსის მოადგილე, ბექა მეშვილდიშვილი - სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი, ვახტანგ გაგუა - საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეცილისტი, მიხეილ ქვირია - საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეცილისტი, ნიკოლოზ ღვინიანიძე - ავჭალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ბერაძე - გლდანის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე ჩაფიჩაძე - ავჭალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, გიორგი დარჩია - ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი, დიმიტრი ჩხეიძე - მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, ზაზა გუდიაშვილი - ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, მამუკა თევზაძე.

მერიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა საგამოძიებო სამსხურში მიყვანისას დაიწყეს მათ მიმართ ბრალის წარდგენისა და დაკავების ოფიცალურად გაფორმების პროცედურა.

"თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, მათ ეს პროცედურა შეწყვიტეს და მოხდა დაკავებული პირების ფორმალურად დაკითხვა, იმისათვის, რომ მათი საგამოძიებო ორგანოში ყოფნის ფაქტი გაემართლებინათ. ზოგიერთი მათგანი დაკითხვის გარეშე იქნა უკანონოდ დაკავებული. აღნიშნული წარმოადგენს, მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. ასევე ხაზი უნდა გაესვას, რომ დაკავებისას მათ არ განუმარტეს მათი უფლება-მოვალეობები და არ მიეცათ ადვოკატით სარგებლობის უფლება. ამით უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით განმტკიცებული ადამიანის უფლებები. მოვითხოვთ საქართველოს მთავარი პროკურორისგან, გამოძიებული იქნეს აღნიშნული საქმე და დანაშაულის ჩამდენი პირები სათანადოდ დაისაჯონ. აღნიშნული წარმოადგენს თბილისის მერიაზე და საკრებულოს წევრებზე უპრეცედენტო პოლიტიკურ ზეწოლას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა", - აცხადებენ მერიაში.