ანდერს ფოგ რასმუსენი - ძალიან ხშირად არ მესმის, კრემლში რა გადაწყვეტილებებს იღებენ და რატომ

ანდერს ფოგ რასმუსენი - ძალიან ხშირად არ მესმის, კრემლში რა გადაწყვეტილებებს იღებენ და რატომ

ძალიან ხშირად არ მესმის, კრემლში რა გადაწყვეტილებებს იღებენ და რატომ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

გენერალურ მდივანს ერთ-ერთმა სტუდენტმა კითხვა იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ დაუსვა. სტუდენტი დაინტერესდა, თუ რამდენად გამოიწვევს საერთაშორისო ზეწოლა ამ კუთხით მდომარეობის გამოსწორებას კრემლში. რასმუსენის თქმით, მისი როგორც გენერალური მდივნის ამბიციაა გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთსა და ნატო-ს შორის.

"ძალიან ხშირად არ მესმის ხოლმე რა გადაწყვეტილებებს იღებენ და რატომ კრემლში. მართალი რომ გითხრათ, ძალიან დიდი ფიქრი კრემლში პრინციპში ძველმოდურია, ვიტყოდი ცივი ომის ფილოსოფიის ფარგლებში მიღებული. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ძლიერი პარტნიორობა, თანამშრომლობა გვინდა არსებობდეს რუსეთთან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ნატო-რუსეთის საბჭო და ამ საბჭოს ფარგლებში ვაწარმოეთ დიალოგი რუსეთთან და წინაც წავიწიეთ. ხანდახან ძალიან უხეში რიტორიკა გვესმის რუსეთიდან და ეს ყველაფერი იმისთვის ვახსენე, რომ ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე. გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორია კრემლში, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი, როგორც გენერალური მდივნის ამბიციაა, რომ გავაუმჯობესო ურთიერთობები ნატო-სა და რუსეთს შორის", - განაცხადა რასმუსენმა.