დავით უსუფაშვილმა და დავით ბაქრაძემ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს გამართონ

დავით უსუფაშვილმა და დავით ბაქრაძემ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს გამართონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე დღეს კონსულტაციების გამართვა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე და ამ თემაზე დღეს დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მონაწილეობით.

"შეხვედრა იქნება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დავგეგმოთ. მეც და უმცირესობის ლიდერიც მზად ვართ ამისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ თემაზე აუცილებელია პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტია ინიცირებული.