საგამოძიებო სამსახურმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შესახებ განცხადება გაავრცელა

საგამოძიებო სამსახურმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შესახებ განცხადება გაავრცელა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შესახებ განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება - გაფლანგვის ფაქტზე, მოწმის სახით იკითხებიან ქალაქ თბილისის მერიის და გამგეობების თანამშრომლები. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მესამე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით. აღნიშნული პირები იყვნენ დაბარებულები დაკითხვაზე, რის შემდეგაც მათ დატოვეს საგამოძიებო სამსახური",-ნათქვამია განცხადებაში.