დავით ბაქრაძე - ნატო-ში ინტეგრაცია არის თემა, რომელიც ოპოზიციას ხელისუფლებასთან აერთიანებს

დავით ბაქრაძე - ნატო-ში ინტეგრაცია არის თემა, რომელიც ოპოზიციას ხელისუფლებასთან აერთიანებს

იმედი გვაქვს, ნატო-ს შემდეგი სამიტი იქნება სამიტი, სადაც დაფიქსირდება საქართველოს პროგრესი ნატო-სთან მიმართებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

დავით ბაქრაძემ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბაქრაძე აცხადებს, რომ ნატო-ში ინტეგრაცია არის თემა, რომელიც ოპოზიციას ხელისუფლებასთან აერთიანებს.
"ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პილიტიკური მოვლენა სიმბოლურადაც და პოლიტიკურადაც, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა და პარტნირობა ნატო-სთან, ჩრდილოატლანტკურ საბჭოსთან გრძელდება ასეთი ინტესნიური ფორმატით. როდესაც გამოდის ოპოზიცია და ოპოზიციის ლიდერი, ოპოზიციის დანიშნულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია საუბარია განსხვავებებზე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც განსხვავებების მაგივრად, მე დავიწყებ იმით, რაც ჩვენ გვაერთიანებს - ეს არის ჩვენი საერთო ხედვა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. ეს ხედვა არესებობდა წინა ხელისუფლებაში, ეს ხედვა არსებობს დღევანდელ ხელისუფლებაშიც და ეს არის ერთ-ერთი საკითხი, სადაც მე ნამდვილად გილწრფელად ვისურვებდი, რომ ეს ხელისუფლება იყოს წარმატებული. ნატო-ში ინტეგრაციის წარმატება ხელისუფლების ან ერთი პარტიის წარმატება არ არის, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დღეს, როგორც ოპოზიციური პარტია, მზად ვართ, დავდგეთ იმ პოზიციაზე, რომელიც საჭირო იქნება ნატო-ში ინტეგრაციისათვის. იმედი გვაქვს, ნატო-ს შემდეგი სამიტი იქნება სამიტი, სადაც დაფიქსირდება საქართველოს პროგრესი საქართველოსტან მიმათებაში. პროგრესი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, ეს არის 5 მლნ ქართველის წარმატება. დღეს თქვენ იმყოფებით ქართველ პოლიტიკოსებს შორის, სადაც ძალიან რთულია, მოძებნო თემა, რომელსაც ყველა პოლიტიკოსი დაეთანხმება, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანება გახლავთ სწორედ ის თემა, რაზეც ამ მაგიდასთან მსხდომი პოლიტიკოსები ვთანხმდებით", -განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დღესვე ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

"მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მკაფიო მხარდაჭერსთვის და იმ განცხადებებისთვის, რომლებიც მუდმივად გვესმის თქვენი მხრიდან საქართველოს სუვერენიტიტთან დაკავშირებით, იმ ქმედედებებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი მუდმივად ახორციელებს და ბოლო ასეთი მოქმედება იყო საოკუპაციო ზოლის უკანონოდ გადმოწევა. ჩვენ მადლობელი ვართ და ვაფასებთ იმ მკაფიო პოზიციის, რომელიც ნატო-მ დაიკავა ამ თვალსაზრისით, რომ ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო სამართალს", - განაცხადა ბაქრაძემ.