ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველოს პარლამენტში რთული პერიოდია

ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველოს პარლამენტში რთული პერიოდია

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან შეხვედრის დროს განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის როლი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ცხოვრებაში.

"როგორც ყოფილი პარლამენტარი, კარგად ვაცნობიერებ იმ როლს, რამდნად მნიშვნელოვანია, რომელსაც თქვენ თამაშობთ. პოლიტიკური კოჰაბიტაცია არ არის მარტივი რამ, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ქართულმა დემოკრტატიამ იმუშაოს", – აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში რთული პერიოდია, კონსულტაციები არ არის მარტივი რამ.

"მნიშვნელოვანია, ქართულმა დემოკრატიამ იმუშაოს. ჩვენ ნატო-ში ძალზე ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს ძალისხმევებს. მივესალმებით თქვენს ერთობლივ განცხდებას, რომ მიიღეთ რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, მათ შორის ევროატლანტიკური მისწრაფებებზე, ასევე მივესალმებით ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებას კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით", – განაცხადა ნატო გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ერთობლივად მიღებული გადაწვეტილებები არის პოლიტიკური პროგრესისი გამოხატულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"ყველა საპარლამენტო პარტია, რომლებიც წარმოდგენილი არიან პარლამენტში, იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, კანონის, დემოკრატიის, თავისუფლების უზენაესობას. თავისუფლებაა, უმცირესობამ გამოხატოს თავისი უფლებები დისკრიმინაციის საფრთხის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ღია და ტოლენატური საზოგადოებისთვის. მე კარგად ვაცნობიერებ, რომ მუშაობა მიმდინარეობს დისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, ასეთი კანონი მნიშვნელოვანი წინ გადაგდმული ნაბიჯია"- ახადება რასმუსენი.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის არის შემდგომი ტესტი.

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს და ევროატლანტიკურ მისწარფებებს. საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს პროცესების განვითარებას, პოლიტიკურად დამოუკიდებელ და ძლიერი სასამართლოს ჩამოყალიბებას, საზოგადოების მიერ ნდობის აღდგენას სასამართლოს მიმართ. პარლამენტს შეუძლია, განახორციელეს პოლიტიკური რეფორმები და დაიცვას ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ გაქვს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია განვითარების სფეროში, ჩვენ მოგიწოდებთ, ვიმუშაოთ ერთობლივად ჩვენ დაგეხმარებით, რათა ქვეყანამ თავისი ადგილი იპოვოს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში",- აღნიშნა რასმუსენმა.