"ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება"

ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, "ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება".

ამის შესახებ რასმუსენმა სასტუმრო "შერატონში" ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პარლამენტის წარმომადგენლობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა.

"ყველა საპარლამენტო პარტიები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი, ჩვენს ღირებულებებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას იზიარებენ. დისკრიმინაციის საფრთხის გარეშე მოსაზრებების გამოხატვა ტოლერანტული საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კარგად ვაცნობიერებ, რომ რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით და ასეთი კანონი ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.