"იმისათვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ იმუშაოს, პოლიტიკური კოჰაბიტაციაა საჭირო"

ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, "იმისათვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ იმუშავოს და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დემონსტრირება მოხდეს, პოლიტიკური კოჰაბიტაციაა საჭირო".

ამის შესახებ რასმუსენმა სასტუმრო "შერატონში" ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პარლამენტის წარმომადგენლობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა.

"როგორც ყოფილი პარლამენტარი, მე კარგად მესმის და ვაცნობიერებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც თქვენ თამაშობთ. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალზე რთული პერიოდი პარლამენტში. პოლიტიკური კოჰაბიტაცია არ არის მარტივი რამ, მაგრამ იმისათვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ იმუშავოს და იმისათვის, რომ მოხდეს დემონსტრირება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისა, ეს საჭიროა. ჩვენ ნატო-ში ძალზე ყურადღებით ვადევნებდით თვალს თქვენს მიერ გაწეულ ძალისხმევებს და მივესალმეთ თქვენს ერთობლივ განცხადებას, რომ მიგეღოთ რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, მათ შორის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით და ჩვენ ასევე, მივესალმებით ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებას კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის რეალური მაჩვენებელი პოლიტიკური კოჰაბიტაციისა და ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება", - განაცხადა რასმუსენმა.