ეკომიგრანტები და ყოფილი პოლიტპატიმრები საპროტესტო აქციას პიაცასთან განაგრძობენ

ეკომიგრანტები და ყოფილი პოლიტპატიმრები საპროტესტო აქციას პიაცასთან განაგრძობენ

წალკიდან ბათუმში დაბრუნებული ეკომიგრანტები და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები საპროტესტო აქვიას ბათუმის პიაცასთან განაგრძობენ. 

როგორც ისინი აცხადებენ, პიაცაზე სავახშმოდ იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მასთან შეხვედრას ითხოვენ. პიაცას პერიმეტრზე მობილიზებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და აქციის მონაწილეებს პიაცას ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა განუცხადა, რომ პრეზიდენტი "ბათუმი პლაზაში" შეხვდება ჟურნალისტებს.

ეკომიგრანტებმა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა დღეს საპროტესტო აქცია "ბათუმი პლაზასთანაც" გამართეს, სადაც პრეზიდენტი აუზზე იმყოფებოდა.