პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე

პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე "არაფერს გამორიცხავს"

პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა არაფერს გამორიცხავს. ჟურნალისტების კითხვაზე გამორიცხავს, თუ არა საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არც მთვარეზე წასვლას გამორიცხავს, რადგან ამ ქვეყნად ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ის უბრალოდ ჩამოყალიბებული არ არის. 

ამასთან, მომღერალმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ის სასცენო იუბილის აღნიშვნისთვის ემზადება, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო კანდიდატად იხილონ, მოცდისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე მათთვის სასიხარულოს ვერაფერს იტყვის.