ფეხბურთის ფედერაციის შენობას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტის შედეგად ფედერაციის შენობაზე მინა ჩაიმსხვრა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერმა ოთარ გიორგაძემ განაცხადა, ინციდენტი დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. მისი თქმით, ადგილზე გამოძახებული იყო ვაკის რაიონის პოლიცია.
"ადგილზე იმუშავეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა ეს რაიმე საგანი, თუ მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ფეხბურთის ფედერაციის მიმართულებით", – აღნიშნა გიორგაძემ. მისივე თქმით, ინციდენტის დროს ძალიან ძლიერი ხმა იყო, თუმცა კონკრეტულად რისი ხმა იყო, ეს ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.