საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ კარს მიღმა თათბირობს

საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ კარს მიღმა თათბირობს

საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეც ესწრებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ტარდება. 

როგორც სხდომის დაწყებამდე "ინტერპრესნიუსს" დავით საგანელიძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ. მისი თქმით, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.

"კერძოდ, საუბარია იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება პრემიერ-მინისტრს ენიჭება. ეს საკითხი მეორე მოსმენით სესიაზე ამ კვირაში უნდა გასულიყო, თუმცა, თუ შეთანხმება ვერ მოხდება, საკითხმა შესაძლოა მომდევნო კვირაში გადაინაცვლოს", - აღნიშნა საგანელიძემ.