ჯაბა სამუშია - სააკაშვილის ხელისუფლება ამ კადრების გამო უნდა გასამართლდეს

ჯაბა სამუშია - სააკაშვილის ხელისუფლება ამ კადრების გამო უნდა გასამართლდეს

"რა ისტორია არ წამიკითხავს, მაგრამ მსგავსი არასდროს არაფერი მსმენია", - ასე გამოეხმაურა საკრებულოს დეპუტატი, ჯაბა სამუშია ჟურნალისტებთან საუბარში სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებს, რომლებსაც საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დღეს შს სამინისტროში გაეცნენ.

სამუშიას განმარტებით, ის ვერც კი წარმოიდგენდა თუკი საქართველოში 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ ხდებოდა.

"ეს არის საშინელება, წინა ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლება, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი ამ კადრების გამო უნდა გასამართლდეს. რა ისტორია არ მაქვს წაკითხული, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს მინახავს. თუ საქართველოში 21-ე საუკუნეში ასეთი რამ ხდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. არ დავუჯერე იმას, რაც ვნახე", - აღნიშნა სამუშიამ.

მისივე განმარტებით, ქართული საზოგადოება ბედნიერია, რომ ამ კადრებს ვერ იხილავს.

"ამის ნახვა უბრალოდ არ შეიძლება", - აღნიშნა სამუშიამ.

მისივე აზრით, იქედან გამომდინარე, რომ ქართული საზოგადოება ბოლო დღეებში აღნიშნული ჩანაწერების გამო დაზაფრულია, საკრებულოს წევრებს, როგორც მოქმედ დეპუტატებს, კადრები უნდა ენახათ და შემდეგ შს სამინისტროსგან აღიშნულის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია უნდა მიეღოთ.