თეა წულუკიანი - ვისურვებდი, ივანიშვილმა მაშინ დატოვოს პოლიტიკური სცენა, როდესაც მდგომარეობა დალაგებული იქნება

თეა წულუკიანი - ვისურვებდი, ივანიშვილმა მაშინ დატოვოს პოლიტიკური სცენა, როდესაც მდგომარეობა დალაგებული იქნება

ვისურვებდი, რომ ივანიშვილმა მხოლოდ მაშინ დატოვოს პოლიტიკური სცენა, როდესაც როგორც თავად იტყოდა, მდგომარეობა დალაგებული იქნება , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სისტემამ იმისდა მიუხედავად უნდა იმუშაოს, თუ ვინ იქნებიან ხელმძღვანელი პირები.

"არ მგონია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე მდგომარეობა დალაგებული იქნეს. დროის გარკვეული პერიოდი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ კოჰაბიტაციის მძიმე პერიოდიდან გამოვიდეთ და შევძლოთ ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემა შევქმნათ, რომ აღარ ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი, პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თუ სხვა. ამ ეტაპამდე, ცოტა გვიკლია. მყარი საფუძველი ჩაეყარა ოქტომბრიდან თუნდაც ამ სამინისტროში იმას, რომ მომავალში არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრი, ადეიშვილი, წულუკიანი თუ სხვა. სისტემამ იმისდა მიუხედავად უნდა იმუშაოს, თუ ვინ იქნებიან ხელმძღვანელი პირები", - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ახლანდელი ან მომავალი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება თუ რა თანამდებობას დაიკავებს ის.