პატრიარქი სკოლებში ახალი საგნის სწავლების ინიციატივით გამოდის

პატრიარქი სკოლებში ახალი საგნის სწავლების ინიციატივით გამოდის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სკოლებში ახალი საგნის სწავლების ინიციატივით გამოდის , რომელიც მომავალ თაობას ოჯახური ცხოვრებისთვის მოამზადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქმა გუშინ, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაესწრო.

უწმინდესმა ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ მისი დაძლევა შეგვიძლია.

"საქართველო დასძლევს ამ პრობლემას თუ ჩვენ შევუწყობთ ხელს, თუ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. ერთ-ერთი პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ეს არის ოჯახის დაბალი დონე, დაბალი კულტურა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სკოლაში შევიდეს საგანი: მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის", - აღნიშნა უწმინდესმა.

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციის ფარგლებში ტელემარათონი და ქართველი მომღერლების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტიც გაიმართა. შემოსული თანხა მრავალშვილიან ოჯახებზე გათვლილ პროგრამებს მოხმარდება.