ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი სავარაუდოდ დღეს დაუმძიმდება

ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი სავარაუდოდ დღეს დაუმძიმდება

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალი სავარაუდოდ დღეს დაუმძიმდება. მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კომენტარისგან, მოხდება თუ არა მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება სამეგრელოში აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

"სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ბრალის წარდგენის საკითხზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ უახლოეს დროში ვგეგმავთ მერაბიშვილისთვის ბრალის წარდგენას გირგვლიანის ეპიზოდზე", - აღნიშნა გასულ კვირას კბილაშვილმა.