იარაღის სამალავები მარტყოფსა და ცხვარიჭამიაშიცაა

იარაღის სამალავები მარტყოფსა და ცხვარიჭამიაშიცაა

როგორც პრაიმერს კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, დათა ახალაიას, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. „ზონდერები“ თბილისის სიახლოვეს ჰყავდა დაბანაკებული და ამ ტერიტორიაზე, დღემდე დიდი ოდენობით იარაღია დაფლული. წყარო ორ კონკრეტულ მისამართს ასახელებს.

ერთი ბაზა, ახალაიას მარტყოფში ჰქონდა, ეკლესიის სიახლოვეს, სიონისკენ, ტყეში, ხოლო მეორე ბაზა ცხვარიჭამიაში იყო, ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორიაზე და სწორედ აქ იყვნენ დაბანაკებული „ზონდერები“, რომლებსაც დიდძალი შეიარაღება ჰქონდათ.

მათი ამოცანა იყო პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე არეულობის მოწყობა. „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ, არცჩევნებში წაგების აღიარების შემდეგ, ახალაიამ „ზონდერების“ ორივე ბანაკი დაშალა და სამეგრელოსა და სხვადასხვა რაიონებში გადაიყვანა.

როგორც წყარო ამბობს, მათ იარაღის გადატანა ვერ მოასწრეს და დიდი ოდენობის იარაღის არსენალი დღემდე, ორივე ტერიტორიაზე, მიწაშია დაფლული.