ძლიერმა სეტყვამ ახმეტის რაიონის სოფლები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ ახმეტის რაიონის სოფლები დააზარალა

წუხელ მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად, ახმეტის რაიონის სოფლები: ზემო ხოდაშენი, ქისტაური და ახშანი დაზარალდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები , სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ერთწლიანი ნარგავები. სეტყვას ქარიშხალიც ერთვოდა.

ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახმეტის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ადგილზე მუშაობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახით მოხდება სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარება ან რა ოდენობის ზიანი მიადგა სოფლებს.