ეკა გიგაური - ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების ინიციატივა არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის

ეკა გიგაური - ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების ინიციატივა არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის

უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების ინიციატივა არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრმა, "საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

"საზოგადოების ნაწილში არსებობს პოზიცია, რომ დანაშაული სისტემურ ხასიათს არ ატარებდა და უკანონო ჩანაწერების მოპოვების მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. ჩვენ გვსურს საზოგადოებას დავანახოთ, რომ ეს ასე არ არის და ვიპოვეთ ამის გამოსავალი. დიპლომატებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრები, სადაც მათ დანაშაულის მასშტაბურობასთან დაკავშირებით მიეწოდება ინფორმაცია. სწორედ, ამიტომ გადაწყდა, ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების გადაწყვეტილება, ეს ინიციტივა უშუალოდ არასამთავრობო სექტორს მხრიდან მოდიოდა", - განაცხადა გიგაურმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ საკითხთან გუშინ გაკეთებულ განცხადებას, გიგაური ფიქრობს, რომ თუ ქვეყნის პირველ პირს ამის სურვილი ექნება, დანაშაულის მასშტაბურობის შესახებ ინფორმაცია თავადაც უნდა მიიღოს.

"ამასთან, თუ სურვილი იქნება მან აუცილებლად უნდა ნახოს კადრები. ყველა ადამიანმა ვინც ეჭვის თვალით უყურებს ამ ყველაფერს, უნდა ნახოს ჩანაწერები, რათა ეჭვი აღარ გაუჩნდეს", - დასძინა გიგაურმა