ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს

ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს

სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი კობა თოდუა სამართალდამცველებს მისი დაკავების შემდეგ ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც საქალაქო სასამრთლოში დაკავებული ცხრა პირის აღმკვეთი ღონისძიების პროცესის დახურვამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა კობა თოდუამ განაცხადა, იგი მძღოლთან ერთად იმყოფებოდა და დილით დააკავეს, თუმცა არ განუმარტეს რისთვის იყო დაკავებული.

კობა თოდუას თქმით, მასზე დაკავების შემდგე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს და განუმარტავდნენ, რომ თუკი დანაშაულს აღიარებდა, ბრალი შეუმსუბუქდებოდა.
კობა თოდუას თქმით, დილის საათებში დაკავების შემდეგ, საღამოს 18:00 საათამდე საშუალება არ მისცეს, რომ დაკავების შესახებ ოჯახისთვის ეცნობებინა. თოდუა ამბობს, რომ მასთან მიიყვანეს პირი, რომელიც "ბედუკაძე 2-ია".

"ამოცნობაზე დღეს მოიყვანეს ვინმე დავოიანი , რომელიც არის "ბედუკაძე 2", მან პირადად დამადო ხელი და დამადანაშაულა. ეს პიროვნება ცხოვრებაში არ მინახავს", – განაცხადა კობა თოდუამ, რომელიც დაკავებამდე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის უფორსის მოადგილედ მუშაობდა.

მასთან ერთად დღევანდელ პროცესს ყველა ბრალდებული ესწრებოდა გარდა პაატა ქირიასი, რომელმაც ე.წ მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში თვითდაზიანებები მიიყენა.
ქირიას ადვოკატის, გიორგი ონიანის განცხადება მოსამართლემ პროცესის დახურვამდე დამსწრეებს გააცნო. მოსამართლის ინფორმაციით, ქირია ყიფშიძის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მის ინტერესებს კი დღევანდელ პროცესზე ადვოკატი გიორგი ონიანი დაიცავს.

პროცესს ესწრება რვა ბრალდებული, მათ შორის მარლენ ხიტია, რომელიც დაკავებამდე პოლიციაში მუშაობდა, ასევ გოჩა შონია, რომელიც შსს მოქმედი თანამშორმელია, გურამ ჭითანავა, რომელიც ზუგდიდის პოლიციაში მუშაობდა, გიორგი გულია, რომელიც თავდაცვის სამინსიტროს თანამშრომელია, თ.უ. რომელიც სავარაუდოდ ის პირია, რომელიც პირადად აუპატიურებდა ფირებზე ასახულ ადამიანებს, ასევე რუსლან შამახია, რომელიც ზუგდიდს პოლიციის ყოფილი უფროსია.

დღევანდელ პროცესს, ასევე კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ახალაია ესწრება, რომელიც, სავარაუდოდ, ზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულთაგან ნასამართლევი არც ერთი არ არის, გარდა ერთისა, რომელმაც პროცესზე მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ადრე ხულიგნობისთვის არის გასამართლებული და ბოლოს უმუშევარი იყო.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებიდან მალევე დაიხურა. ამის მოტივი პროკურატურის შუამდგომლობა გახდა. პროკურატურამ მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ დაზარალებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე ეხება პირადი ღირსების შემლახველ ქმედებებს, სხდომა სრულად დაიხუროს.
დღევანდელ პროცესზე ცხრა ბრალდებულ პირს აღმკვეთი ღონისძიება უნდა განესაზღვროს. პროკურატურა ყველა მათგანის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების სახედ ბრალდებულებისათვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.