ფალიაშვილის ქუჩაზე უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ფალიაშვილის ქუჩაზე უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად, 3 წლის ბავშვი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარის გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევას "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილზე ცდილობს და ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.