სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ბესელიას კომიტეტთან პოზიციების შეჯერებას შეძლებენ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ბესელიას კომიტეტთან პოზიციების შეჯერებას შეძლებენ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნის პროექტს აკრიტიკებენ , იმედი აქვთ, რომ პროექტის ავტორთან პოზიციების შეჯერებას შეძლებენ.

როგორც მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნის სამუშაო ვარინატთან დაკავშირებით შენიშვნები არის ძალიან კონკრეტული. "დასკვნის პროექტში ერთგან საუბარია იმაზე, რომ შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლება არ არის. მასში ასევე ნათქვამია, რომ რელიგიის დაცვა არის სახელმწიფოს ფუნდამენტური უფლება. სახელმწიფოს ფუნდამენტური უფლება კი არის სწორედ ის, რომ მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა და აქედან გამომდინარე შეკრების, თავისუფლების, რწმენისა და სხვა უფლებები იქნება დაცული. გარდა ამისა, დასკვნის პროექტში საუბარია პროპაგანდაზე და ერთსქესიანთა ქორწინებაზე, რაც ვფიქრობ, საერთოდ არარელევანტურია, რადგან 17 მაისს ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნშნულია, რომ პოლიციამ კარგად იმუშავა, რაც არასწორი შეფასებაა, რადგან პოლიციამ ვერ უზრუნველყო ადამიანთა გარკვეული ჯგუფის კონსტიტუციური უფლებების დაცვა", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო დანელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრებს ხვდებიან მოძრაობა "იდენტობის", საია-ს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა იუსტიციის სახლში იმართება.