ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულებს აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულებს აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

9 პირს, რომლებიც სამეგრელოში სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საქმეზე დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, პროცესი 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

დაკავებულ 9 ადამიანს შორის თავდაცვის სამინისტროსა და პოლიციის მოქმედი თანამშრომლები არიან. შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია ის პირიც, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა.

საქმეში მეგის ქარდავას გვარიც ფიგურირებს, რომელიც სხვა ბრალდების გამო ძებნაშია.

შინაგან საქნეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებში იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები და ვიდეოფირებია აღმოჩენილი, რომლებზეც ადამიანების წამებაა ასახული.