ლანჩხუთში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ლანჩხუთში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნოე ჟორდანიას ქუჩაზე, ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ახალშობილი გოგონა პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე, დერეფანში, სავარძელზე ნახეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მაშინვე დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურებს და აღნიშნულის შესახებ აცნობეს.

"პატარა ტიროდა, აქტიური იყო, მოწესრიგებული, ქუდიც ეფარა, საბანში გაუხვევია, როგორც სჩანს, დედას და ისე დაუტოვებია", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა.

გოგონა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლანჩხუთის რაიონულ სავადმყოფოში გადაიყვანა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში კიდევ ხუთ დღეს დარჩება და შემდეგ მასზე სახელმწიფო იზრუნებს.

აღნიშნულ ფაქტზე ძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის პოლიციაში და გამოძიებამ თვითმხილველები უკვე დაკითხა.