ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შეხვედრა შსს-ში ჩატარდება.

როგორც ცნობილია, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.

კომისიის სხდომა 10.30 საათზეა დანიშნული.